Wednesday, March 8, 2017

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდებაა:ქართული ფოლკლორი-ჩვენი საუნჯეა

პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2წინადადებითა:მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას ქართული ფოლკლორის შესახებ ინტერნეტ და ბეჭვდითი წყაროების დახმარებით.  შეხვდებიან ფოლკლორულ ანსამბლ ,,წინანდალს",აიღებენ ინტერვიუებს,ჩაიწერენ მათ მიერ შესრულებულ ქართულ ხალხურ სიმღერებს,გადაიღებენ სურათებს. დაახარისხებენ, დააჯგუფებენ მოპოვებულ მასალას, შექმნიან ვიდეოკლიპს და წარადგენენ პრეზენტაციას. ნამუშევარს განათავსებენ სხვადასხვა სოციალურ ქსელში,ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციის მიზნით.

პროექტის აქტუალობა: ქართული ხალხური სიმღერა თავისი მხატვრული ღირებულებით ითვლება ქართველი ერის სიამაყედ. იგი ღრმა ფესვებით უკავშირდება საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიას. ქართველი ხალხის ცხოვრებაში ქართულ ხალხურ სიმღერას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეკავა. დღეს კი ასეთი სურათი გვაქვს:პოპულარული გახდა სხვადასხვა ჟანრის უცხოური სიმღერები. ქართულ ფოლკლორს სჭირდება საზოგადოებისადმი ინტერესის გაღვივება,მომავალ თაობას უნდა დავანახვოთ, რამდენად მდიდარი და ღირებულია ქართული ფოლკლორი,

პროექტის მიზნები:  მოსწავლეები შეძლებენ: ქართული ფოლკლორის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ინტერნეტ და ბეჭვდითი წყაროების დახმარებით; შეხვდებიან ანსამბლ,,წინანდალს" და აიღებენ ინტერვიუებს;  ჩაწერენ მათ მიერ შესრულებულ ქართულ ხალხურ სიმღერებს; გადაიღებენ სურათებს;შექმნიან ვიდეოკლიპს; მოამზადებენ და წარმოადგენენ პრეზენტაციას. შექმნილ მასალას განათავსებენ სოციალურ ქსელებში ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციის მიზნით.

მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: ერთი კვირა.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტის მიხედვით მოსწავლეები დაინტერესდებიან ქართული ფოლკლორით, აღიქვქმენ თუ რა მდიდარი და ღირებულია იგი.განუვითარდებათ მოსმენილი მუსიკის სწორად შეფასების  უნარი. .
შეიყვარებენ და პატივს სცემენ ქართულ ხალხურ სიმღერას.
     პროდუქტი- პრეზენტაცია, ვიდეოკლიპი.



პროექტის მსველობა(ძირითადი აქტივობები): თემის შერჩევის შემდეგ  მოსწავლეებს გადავანაწილებ ჯგუფებად. პირველი ჯგუფი  ბეჭვდითი წყაროების და ინტერნეტის საშუალებით მოიპოვებს ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა კუთხის მუსიკალური ფოლკლორის შესახებ. მეორე ჯგუფი შეხვდება ანსამბლ,,წინანდალს"-აიღებენ ინტერვიუს ხელმძღვანელისა და წევრებისაგან. ჩაიწერენ მათ მიერ შესრულებულ  ქართული მუსიკალური ფოლკლორის შედევრებს. გადაიღებენ სურათებს.
   ორივე ჯგუფი დაახარისხებს, შეაჯამებს მოპოვებულ მასალებს. მოსწავლეები ერთობლივად შექმნიან ვიდეოკლიპს,გააკეთებენ პრეზენტაციას და განათავსებენ სოციალურ ქსელში ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციის მიზნით .        

.


საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მუსიკა,ისტ. ისტორია.

პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): თინათინ ესიტაშვილი

ხელმძღვანელის ელ ფოსტა: tinaesitashvili@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://tinaesitashvili-ict2.blogspot.com/

No comments:

Post a Comment